16 ოქტ - 13 ნოე
სტანდარტი
მთავარი ბუღალტერის ასისტენტი
თბილისი, ნაძალადევი, ჭყონდიდელის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1200
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „გუდ კომპანი“ , ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გ.ჭყონდიდელის ქ.#26
სამუშაო გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00სთ-მდე.

მოვალეობები:
  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება, გადახარისხება, აღრიცხვა და დაარქივება;
  • მიმდინარე ოპერაციების აღრიცხვა;
  • პროგრამაში ხარჯის საბუთების შექმნა/გატარება;
  • მიღება-ჩაბარების აქტების, მომსახურების და სხვა საჭირო ხელშეკრულებების შექმნა და დაარქივება;
  • კომპანიის ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • საგადასახადო პორტალზე (rs.ge) მუშაობა;
  • მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით)
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, Excel-ის ცოდნა სავალდებულოა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით
  • სასურველია რომელიმე ბუღალტრულ პროგარმაში მუშაობის გამოცდილება

საჭირო უნარები:
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება
  • პასუხისმგებლიანი
  • პუნქტუალური
  • გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მეილზე: Kh.matsiashvili@gud.ge
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 103
უნიკალური ნახვები 93