16 ოქტ - 14 ნოე
კომპიუტერული სისტემების და ქსელის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“პალიტრა ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული სისტემების და ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და კლონირება;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, სვიჩი, როუტერი) გამართვა-ინსტალაცია და მომსახურება;
  • კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
  • კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება (ნაწილების შეცვლა/გამართვა და სხვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტიპის ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • მომხმარებლებთან (user-ებთან) მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, (09:30 – 18:30)სთ.
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქუჩა #49.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 ნოემბერი

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 50
უნიკალური ნახვები 49