17 ოქტ - 31 ოქტ
ვიპ
მძღოლ-ექსპედიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1400
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ღვინის მწარმოებელი კომპანია - შპს „რუისპირის მამული“ - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე ქ. თბილისში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტების პროდუქციით (ღვინო და ალკოჰოლური სასმელი) მომარაგება;
  • პროდუქციის სისტემატიური მიწოდება ქ. თბილისში მდებარე სავაჭრო ობიექტებისთვის და პერიოდული მიწოდება საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე ობიექტებისთვის;
  • სადისტრიბუციო ავტომობილის (მცირე ტვირთამწეობის, ფურგონის ტიპის) პროდუქციით დატვირთვა და ჩამოტვირთვა, ობიექტის საწყობში შეტანა;
  • შეკვეთილი პროდუქციის სავაჭრო ობიექტებისათვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მიწოდებისთვის ოპტიმალური საავტომობილო მარშრუტის განსაზღვრა;
  • სავაჭრო ობიექტებისათვის პროდუქციის უსაფრთხოდ, დაუზიანებლად, სასაქონლო სახის შენარჩუნებით მიწოდება;
  • გადასატვირთი პროდუქციის სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • გადატვირთული და მიწოდებული პროდუქციის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ შორის ხელის კომპიუტერის, ე.წ. „პოკეტის“ გამოყენებით;
  • სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
  • კახეთში, სოფელ რუისპირში მდებარე საწარმოს საწყობიდან კომპანიის სხვა საწყობებში პროდუქციის პერიოდული ტრანსპორტირება;
  • მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის, შიდა და გარე იერსახის და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და ტრანსპორტირების წესების დაცვა;
  • შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობის „B“ კატეგორიის ფლობა;
  • ავტომობილის მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი განათლება.

სხვა მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ოპერატიულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური მუშაობის უნარი (ნორმალური დატვირთვით);

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; პერიოდული ვიზიტები თელავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში;
  • ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა;
  • ავტომობილისა და მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ პროდუქციაზე;
  • სრული სამუშაო განაკვეთი; 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, არანორმირებული დღიური სამუშაო გრაფიკი. შრომის კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურებული ზეგანაკვეთური სამუშაო;
  • ხელფასი: 1,200 – 1,400ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@ruispiri.ge არაუგვიანეს 2024 წლის 31 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „მძღოლი-ექსპედიტორი“.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ნახვები 37
უნიკალური ნახვები 36