17 ოქტ - 24 ოქტ
სტარტი
იურისტ-ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ს.ს “ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
მოვალეობები:
  • ვალდებულებათა უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია;
  • ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების (კრების ოქმი, პარტნიორის გადაწყვეტილება, მინდობილობა და ა.შ.) მომზადება;
  • დადგენილი წესით ქონებაზე სამართლებრივი დატვირთვის გაუქმებისათვის საჭირო წერილების, მომზადება;
  • ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებთან დაკავშირებით ურთიერთობა სანოტარო ბიურობეთან, მარეგისტრირებელ ორგანოებთან (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ შსს მომსახურების სააგენტო, აქციათა დამოუკიდებელი რეგისტრატორი და ა.შ.);
  • ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლებრივი უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშრებული დოკუმენტაციის სარეგისტრაციოდ წარდგენა, ასევე აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება და პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ხელშეკრულების გასაფორმებლად წარდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა ინსტრუქციებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თანამშრომლების კონსულტირება იპოთეკასა და გირავნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცილდება;
  • აუცილებელია იპოთეკა-გირავნობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის ცოდნა;
  • სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პროგრამებში მუშაობისათვის აუცილებელი სასერთიფიკატო გამოცდის სერთიფიკატი;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 25
უნიკალური ნახვები 25