დღეს - 16 ნოე
FINA მენეჯერი - საწყობის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას FINA მენეჯერი - საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
შპს „ლაბლაინი“ წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ადგილზე შესწავლას და იმ უნარების განვითარებას, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
  • საბუღალტრო პროგრამა (FINA)-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთების პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და კონტროლი (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და სხვა შესაბამისი ოპერაციები);
  • ყოველდღიური მარაგების შემოწმება და ჩამოწერა;
  • საწყობის მინიმალური ნაშთების კონტროლი;
  • დღის დახურვა;
  • საოპერაციო რეპორტინგი ფინანსურ დეპარტამენტთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი : - 10:00- 19:00

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • სწავლის, პროფესიული განვითარების სურვილი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება:
გამოსაცდელი ვადის პერიოდში (1 თვე) 800 ₾, შემდეგ 1 000 ₾ + 200 ₾ საბონუსე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@labline.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
"რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. მონაცემები შპს "ლაბლაინი"-ს ბაზაში შეინახება 1 წლის განმავლობაში, კანდიდატების შერჩევის პროცესში გამოყენების მიზნიბრიობით".
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8