02 ნოე - 16 ნოე
სტარტი
კატეგორიების საოპერაციო მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ,,კატეგორიების საოპერაციო მენეჯერი’’ პოზიციაზე ვაკანსიას ბათუმში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ERP - პროგრამაში მუშაობა (ახალი ნომენკლატურისა და დაგეგმილი აქციებისა და სააქციო ფასების რეგისტრაცია; დარეგისტრირებული ინფორმაციის სისწორე/სრულყოფილების კონტროლი)
- ERP - პროგრამის მეშვეობით განსაზღვრული მონაცემებისა და რეპორტების პერიოდული მომზადება;
- კომპანიის ვებ-გვერდზე ასატვირთ ასორტიმენტზე მონაცემების განსაზღვრულ ფორმაში შევსება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება;
- საქონლსი ბრუნვადობის რეპორტის მომზადება და მიმდინარე კვარტლის ჭრილში არალიკვიდური ნომენკლატურის შედეგების ყოველკვირეული ანალიზის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ი);
- უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური)
სხვა მოთხოვნები:
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლი 18 ნოემბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,კატეგორიების საოპერაციო მენეჯერი’’
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 311
უნიკალური ნახვები 306