- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში საკონდიტრო შეფ დე პარტიეს პოზიციაზე
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981
წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს
40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს
საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს,
მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ძირითადი მოვალეობები:
- დესერტების მომზადება სასტუმროს რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით,
- სასტუმროს სტანდარტების მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის ხარისხის მოთხოვნების ცოდნა; დაცვა და კონტროლი,
- პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
- ახალი პროდუქციის შეთავაზება და მენიუს დახვეწა;
- საკონდიტრო, საცხობი დანადგარების და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა/კონტროლი;
- სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა,კონტროლი HACCP სტანდარტების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულია სასტუმროს საკონდიტროში მაღალ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
პიროვნული თვისებები:
- გუნდში მუშაობის და მართვის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.
დამატებითი სარგებელი:
- კვება,
- დაზღვევა,
- ტრანსპორტირება (ღამის საათებში)
- საბონუსე სისტემა,
- ფასდაკლება
Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე მსოფლიოს მაშტაბით
სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო
ვირსალაძის N3
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tamar.jincharadze@accor.com სათაურის
ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (საკონდიტრო შეფ
დე პარტიე )
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!