21 ოქტ - 19 ნოე
სტარტი
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთნის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები :
  • CT და MRT კვლევისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარება (მათ შორის პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია);
  • პაციენტის სრულყოფილი მომზადება გამოკვლევისთვის;
  • პაციენტის კვლევის შედეგების მომზადება და შესაბამის პროგრამებში ატვირთვა;
  • კვლევისთვის საჭირო ინვენტარის მუდმივი კონტროლი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები :
  • საშუალო სპეციალიზირებული განათლება მედდის კვალიფიკაციით (არ განიხილებიან სტუდენტები და რეზიდენტები);
  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გულისხმიერება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრუნული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
მედდა
ნახვები 112
უნიკალური ნახვები 108