21 ოქტ - 19 ნოე
მიმღები-ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბრიქსი", ძველ თბილისში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე დღის სმენაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლობიან ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ განვითარდნენ ტურიზმის სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში;
  • სამუშაო საათები: დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • ანაზღაურება: 1200 ლარი ნეტი + ბონუსი ტურ პაკეტების გაყიდვებიდან;
  • თვეში 15 დღე მუშაობა, (2 დღე მუშაობა, მომდევნო 2 დღე დასვენება)
  • კვებას;
  • განვითარებას ტურიზმის სფეროში

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასტუმროს გენერალური მენეჯერის მითითებების შესრულება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • საქმის ადვილად ათვისების უნარი;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა

თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi2023@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa),
მიმღები (Front Office)
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7