21 ოქტ - 20 ნოე
სტარტი
ინჟინერ-ლაბორანტი / ლაბორანტ-გადამრჩეველი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1300
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:ინჟინერ-ლაბორანტი ხარისხის სამსახურში - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:
  • განათლება და ჩამოთვლილი სპეციალობიდან ერთ-ერთის ქონა: ლაბორანტი; ტექნოლოგი; ინჟინერი; ხარისხის მაკონტროლებელი; სამედიცინო მუშაკი; ფარმაცევტი; ქიმიკოსი.
  • წინა დაკავებული პოზიცია და სამუშაო გამოცდილება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სპეციალობაში: ტექნიკური სპეციალისტი; ლაბორანტი; ტექნოლოგი; ხარისხის მაკონტროლებელი; სამედიცინო მუშაკი; ქიმიის პედაგოგი; ფარმაცევტი.
  • საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
  • სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
  • წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
  • ქართული და რუსული ენების ფლობა.
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარები. საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office.
  • ძალიან კარგი მხედველობითი უნარი.
  • წესების და ინსტრუქციების მკაცრად შესრულება.
  • პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
  • სწრაფი ათვისების უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
  • ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
  • ნედლეულის და პროდუქციის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული გაზომვების (ტესტირებების) ჩატარება და შედეგების რეგისტრაცია.
  • პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა. ხარისხის სერთიფიკატების გაფორმება.
  • საარბიტრაჟო ნიმუშების ფორმირება და რეგისტრაცია.
  • ნედლეულის მიღება.
  • ხარისხის კონტროლის საარრიცხვო ანგარიშების გაფორმება რუსულ ენაზე.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე, (2 სამუშაო დღე - დღის ცვლა + 2 დღე დასვენება).

ანაზღაურება 3 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 1300₾ ხელზე ან 7,12₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე).

ლაბორანტ-გადამრჩეველი/შემცვლელი ხარისხის მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:
  • განათლება და ჩამოთვლილი სპეციალობიდან ერთ-ერთის ქონა: ლაბორანტი; ტექნოლოგი; ინჟინერი; ხარისხის მაკონტროლებელი; სამედიცინო მუშაკი; ფარმაცევტი; ქიმიკოსი.
  • წინა დაკავებული პოზიცია და სამუშაო გამოცდილება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სპეციალობაში: ტექნიკური სპეციალისტი; ლაბორანტი; ტექნოლოგი; ხარისხის მაკონტროლებელი; ოპერატორი ან ინჟინერი; სამედიცინო მუშაკი; ქიმიის პედაგოგი; ფარმაცევტი.
  • საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
  • სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
  • წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
  • ქართული და რუსული ენების ფლობა.
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
  • ძალიან კარგი მხედველობითი უნარი.
  • წესების და ინსტრუქციების მკაცრად შესრულება.
  • პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • დაწუნებული პროდუქციის დათვალიერება და დახარისხება.
  • პროდუქციის მიღება, აწონვა, დახარისხება, შეფუთვა, მარკირება და საწყობისთვის გადაცემა.
  • ხარისხის ანგარიშგების დოკუმენტაციის გაფორმება და მათი ლაბორატორიის უფროსისთვის წარდგენა.
  • საამქროს ტერიტორიის სანიტარული ნორმების კონტროლი და მონაცემების ჟურნალში დაფიქსირება.
  • საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
  • ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
  • ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული გაზომვების ჩატარება დადგენილი მოთხოვნებით და მეთოდებით.
  • პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა.

სამუშაო პირობები:
ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი შერეული: ძირითადი გრაფიკი: 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემთხვევაში: პირველი დღე დღის ცვლა - 08:00-დან 20:00-მდე, მეორე დღე ღამის ცვლა -20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება; ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემდეგ 8 საათიან გრაფიკზე გადასვილისას - 1 დღე დასვენება).
ანაზღაურება 3 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 800₾ ხელზე. შემცვლელის პოზიციაზე ცვლებში 1075₾ ხელზე ან 5,89₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე).

სოციალური პაკეტი მოიცავს:
სამედიცინო დაზღვევა; ტრანსპორტირება სამსახურში და უკან რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com

წარმოება/ოპერაციები
დაზგის ოპერირება
ნახვები 54
უნიკალური ნახვები 53