21 ოქტ - 20 ნოე
სტანდარტი
მომსახურების მენეჯერი
თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზ. (ავლაბარი)
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mydevelopment.ge
"My Development"-ი ქართულ დეველოპერულ სექტორში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლის პორტფოლიოც აერთიანებს 7 მიმდინარე და 4 უახლოეს თვეებში დაგეგმილ პროექტს საქართველოს მასშტაბით.
არსებული ობიექტების მიღმა, კომპანიის ხედვაშია, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე აფრიკასა და აზიაში, განსახვავებული ტიპის დეველოპერული პროექტების განვითარება.
"My Development"-ის გუნდში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერს ვეძებთ.
ძირითადი მოვალეობები:
- ნასყიდობის ხელშეკრულებების და შიდა განვადების გრაფიკების მომზადება მომხმარებლებისათვის;
- გადახდების კონტროლი შესაბამისი პროგრამის საშუალებით;
- ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინაციით მომხმარებლებისთვის ვადაგადაცილებული გადახდების შემოტანის შეხსენება;
- დოკუმენტბრუნვის წარმოება და აღრიცხვა;
- კომპანიის შიდა პროგრამაში გეგმარებების და ხელშეკრულებების ატვირთვა;
- კომპანიის შიდა პროგრამაში წარმატებით გაყიდული ბინის სტატუსის მინიჭების შემდგომ დოკუმენტების სისწორის გადამოწმება;
- ინდივიდუალურ გეგმარებაზე შეთანხმების პროცესის ორგანიზება;
- ინდივიდუალური გეგმარების კომპანიის შიდა პროგრამაში ატვირთვა;
- ინდივიდუალური გეგმარებების მშენებლობის ზედამხედველთან შეთანხმება;
- მომხმარებლის აპლიკაციის ადმინისტრირება/მხარდაჭერა;
- მარკეტინგის განყოფილებასთან კოორდინაციით სიახლეების აპლიკაციაში გავრცელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება სასურველია;
- საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@mydevelopment.ge. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 273
უნიკალური ნახვები 261