21 ოქტ - 19 ნოე
ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“პალიტრა ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მოკლევადიანი პროგნოზის შექმნა და კონტროლი;
  • საბიუჯეტო დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და სტრატეგიული ფინანსური გეგმის შედგენა;
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
  • ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადება და არსებული სტანდარტების შესაბამისად რეპორტის შედგენა;
  • ჩართულ მხარეებთან ანგარიშის წარდგენა;
  • სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • ფინანსების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • მოტივირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • განვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებული;
  • აქტიური.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ნოემბერი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!


ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
ნახვები 102
უნიკალური ნახვები 96