21 ოქტ - 19 ნოე
ოპერატორი
რუსთავი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
გადამზიდი კომპანია სფეისკარგო,( კომპანია ანხორციელებს ტვირთების საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვას სხვადასხვა ქვეყნებში, იმპორტი, ექსპორტი. გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები) აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.
ახალი ფილიალი იხსნება მიმდინარე წლის ნოემბერში. მანამდე უნდა ვუზრუნველყოთ შერჩეული კადრების გადამზადება.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:
  • ტვირთების მიღება/დახარისხება, თაროებზე განთავსება;
  • მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
  • ამ და სხვა დეტალებს განვიხილავთ გასაუბრებაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საოფისე, კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ფლობა( საკომუნიკაციო დონეზე)

ჩვენ გთავაზობთ :
  • ანაზღაურებასთან ერთად, მოქნილ საბონუსე სისტემას;
  • ჯამრთელობის კონკურენტულ დაზღვევას
  • სპეც. ტარიფებს კომპანიის სერვისებზე.
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევის ჩათვლით 10:00 -18:30, ან 14:00 -21:00, შაბათი: 11:00- 17:00

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე hr@spacecargo.ge. გადმოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება( რუსთავის ფილიალის ოპერატორი) დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
ნახვები 59
უნიკალური ნახვები 58