22 ოქტ - 20 ნოე
სტანდარტი
მზარეული
თბილისი, გლდანი
- სრული განაკვეთი
- 1500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@bet25.com
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"BET25" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთათვის ყოველდღიური მენიუს შედგენა;
- საჭირო პროდუქტების სიის შედგენა და მიმწოდებლისათვის გადაგზავნა;
- პროდუქტის მომზადება არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
- ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
- სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- მენიუს შემადგენლობების, კალკულაციების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი".
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული
ნახვები 283
უნიკალური ნახვები 279
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში