დღეს - 20 ნოე
სტანდარტი
ადმინისტრატორი
მესტიის მუნიციპალიტეტი, მესტია
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: g.dadvani@gmail.com
ტელეფონი: +995 595 12 11 77
სასტუმრო "ლაჰილი", რომელიც მდებარეობს დაბა მესტიაში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 25 ნომერი.
ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: სვანეთი მესტია ა. ხერგიანის N3
- ანაზღაურება: მოლაპარაკების საფუძველზე
- ბენეფიტები: განთავსება, კვება..
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
ძირითადი მოვალეობები:
- Check in/ Check out.
- ტურისტების ან ჯგუფების შემოსვლისას სასტუმროს შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის და სასტუმროს წესების (აუცილებლად ჩვენს მიერ შემუშავებულის) მიწოდება კლიენტისთვის გასაგებად და მათი განთავსება სასტუმროში.
- ვიზიტორებისგან ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღება (მათ შორის საჩივრის) და ჩანიშვნა.
- ყველა საჩივრის გავლა მენეჯმენტის გუნდთან და დროულად აღმოფხვრა/გამოსწორება.
- ინფორმაციის მიღება-მიწოდება სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებიდან და სწორი გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან.
- დავალებების გაცემა სასტუმროს სხვადაახვა დეპარტამენტებისთვის.
- ონლაინ პლატფორმებისა Booking.com, Ostrovok და ტელეფონის ჯავშნების, Areali და Excel მართვა (არცოდნის შემთხვევაში სწავლა), მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
- კორესპონდენციის მართვა (ელ ფოსტაში, წერილების მიღება/პასუხი, ჯავშნებში შეტანა).
- ინვოისების მომზადება და მიწოდება კლიენტისთვის.
- ყოველდრიური ანგარიშის წარმოება.
- ანგარიშის წარმოება პასუხისმგებელ პირთან.
- საბოლოო ანგარიშსწორება კლიენტთან.
- დოკუმენტებისა და გადახდების მოწესრიგება.
აუცილებელი პირობა: ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
საჭირო უნარები:
- სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: g.dadvani@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ - "ადმინისტრატორი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 12 11 77.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 194
უნიკალური ნახვები 183