22 ოქტ - 20 ნოე
სტანდარტი
ქიმიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: r.kobakhidze@hygiene.ge
შპს ‘’გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი’’ აცხადებს ვაკანსიას ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიის ფიზიკურ-ქიმიური განყოფილების ქიმიკოსის პოზიციაზე დანიშვნის მიზნით, კერძოდ:
ძირითადი მოვალეობები:
- ხელი შეუწყოს განყოფილებაში ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას ისო 17025-ის მიხედვით;
- მოახდინოს ლაბორატორიისათვის აქტუალური ახალი მეთოდების შესწავლა, დანერგვა და ვალიდაცია;
- შეიმუშაოს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, ინსტრუქციები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია, განყოფილების მუშაობის უზრუნველსაყოფად;
- უზრუნველყოს ლაბორატორიათაშორისი და პროფესიული ტესტირებების ჩატარება;
- ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი დადგენილი მეთოდების გამოყენებით აიღოს პასუხისმგებლობა ფიზიკურ-ქიმიური კვლევისთვის ნიმუშების აღებაზე და კვლევაზე ფუნქციების გადანაწილების მატრიცის შესაბამისად;
- დაიცვას: ჩატარებული გამოცდების შედეგების კონფიდენციალობის მოთხოვნები, ინსტიტუტის შინაგანაწესი, ლაბორატორიაში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი აკადემიური განათლება - მაგისტრი;
- ქიმიკოსის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში);
- ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა - ინგლისური ან/და სხვა;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე r.kobakhidze@hygiene.ge სავალდებულოა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის (ქიმიკოსი) დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.
გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით (ერთიდან - არაუმეტეს 3 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთ შეთანხმებით.
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.
სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია
ნახვები 284
უნიკალური ნახვები 269