23 ოქტ - 21 ნოე
სტარტი
კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ავერსი აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კოსმეტიკური პროდუქციის რეალიზაცია;
  • მომხმარებელთა კონსულტირება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება, მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
  • პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში(პარაფარმაცია, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება)
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • კომუნიკაბელურობა, პრეზენტაციის უნარი
  • პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ( ან სასურველია შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა http://www.aversi.ge/online.php) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge
ტელ: 0322 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 24.11.2024 წელი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის ასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 175
უნიკალური ნახვები 172