23 ოქტ - 08 ნოე
სტარტი
პერსონალის შერჩევის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • რეკრუტინგის პოლიტიკის განსაზღვრა, პროცედურების შემუშავება;
  • თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესის მართვა/განხორციელება;
  • არსებული ვაკანსიების მომზადება/განახლება და განთავსება;
  • მონაწილეობა პერსონალის დაქირავების სრულ ციკლში შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაფორმებამდე და მის შემდგომ.
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალების შესრულება და სხვ.


მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია HR პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა
  • დროის მართვის უნარი, ორგანიზებული, კომუნიკაბელური, დეტალებისადმი ყურადღებიანი, გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • ლოგიკური აზროვნების უნარი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

  • ფოტოსურათი 3X4 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილები


მისამართზე:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 08.11.2024 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.


შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ადამიანური რესურსები
პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
ნახვები 465
უნიკალური ნახვები 443
მსგავსი განცხადებები
საქართველოს მაშტაბით