23 ოქტ - 22 ნოე
სტანდარტი
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: gkapanadze@gtex.ge
შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი პოზიციაზე ქ. თბილისში
კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, EnglishHome.
პოზიცია: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- "ფიტპასის" მომსახურება;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის სატელეფონო ან/და ჩათის მეშვეობით მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მომხმარებლის დაკვალიანება;
- შესყიდვების პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება;
- მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
- გაცვლა/დაბრუნების პროცესის ბოლომდე მიყვანა და პროგრამაში ასახვა;
- მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მნიშვნელოვანია წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია გაყიდვების ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- სწრაფად ბეჭდვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ოპერატიულობა და მოქნილობა;
- დროის მართვის და და პრიორიტეტების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კეთილსინდისიერება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ecomm@gtex.ge 2024 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".
შპს "ჯითექს"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯითექს"-ის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და კომპანიის შედა რეგულაციების შესაბამისად.
შპს "ჯითექსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 520
უნიკალური ნახვები 504