დღეს - 21 ნოე
სტარტი
სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი
თბილისი, მუხიანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"კლინიკა „ჯერარს“-ში ცხადდება ვაკანსია სასტერილიზაციოს უფროსი ექთნის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი. მუხიანის 1. #2ა. კლინიკა „ჯერარსი“
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • ქირურგიული იარაღების ზედმიწევნით ცოდნა;
  • დეზინფექცია/სტერილიზაციის სტანდარტების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • უმცროსი სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ორგანიზება/კოორდინაცია, ტაბელების წარმოება და ექთნების მორიგეობის გრაფიკების შედგენა;
  • სახარჯი მასალისა და სხვა სამედიცინო მარაგების შევსება/განახლება განყოფილებაში, ხარჯის პროგრამული ასახვა;
  • ინფექციის კონტროლი პროტოკოლების შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესით;
  • ზრუნვა განყოფილების უმცროსი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უნარების გაუმჯობესებაზე, პროფესიულ ზრდაზე;
  • ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ზოგადი უნარები:
  • კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jerarsi.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი“.

გისურვებთ წარმატებას!"
სამედიცინო
მედდა
ნახვები 199
უნიკალური ნახვები 194