23 ოქტ - დღეს
სტანდარტი
ბაზერი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბაკურიანი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment.kokhta@roomshotels.com
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS KOKHTA აცხადებს ვაკანსიას ბაზერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში;
- შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
- მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- გამართული მეტყველება ქართულ ენაზე ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- საცხოვრებელს;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.kokhta@roomshotels.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 341
უნიკალური ნახვები 327