24 ოქტ - 31 ოქტ
სტარტი
დღის რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას დღის რეგისტრატორის პოზიციაზე

რეგისტრატორის ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკაში შემოსული პაციენტების საპასპორტო მონაცემების ასახვა პროგრამაში;
  • ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პორტალზე მუშაობა;
  • სალარო აპარატთან მუშაობის ცოდნა;
  • დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ–ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურობა


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 31 ოქტომბრამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge

შენიშვნა:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია),"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 5 წლის ვადით.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 78
უნიკალური ნახვები 77