24 ოქტ - 22 ნოე
სტარტი
ფარმაცევტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 592 006 579
ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენთან თითოეულ თანამშრომელს აქვს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ჩვენი უპირატესობაა მზარდი ანაზღაურება და ეფექტური საბონუსე სისტემა, კომპანია სრულად უნაზღაურებს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით.

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო გრაფიკი: როგორც დღის ასევე ღამის ცვლებში.
  • ხელფასი: ურთიერთშეთანხმებით (მინიმალური საწყისი 900 ან 1000 ლარი ხელზე პლუს ბონუსები)
  • კომპანია სრულად აფინანსებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით.
  • აფთიაქები განთავსებულია ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევი და საბურთალოს რაიონებში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთა ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევა და მაღალხარისხიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ.
  • პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვის და გაცემის პროცესებში მონაწილეობა.
  • შეამოწმოს და უზრუნველყოს პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ფარმაცევტული/სამედიცინო/ საბუნებისმეტყველო, ჯანდაცვის მიმართულებით ან საშუალო სპეციალიზებული სამედიცინო განათლება
  • სასურველია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; თავაზიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი; გაწონასწორებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@pharmanet.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 592 006 579 ან +995 557 57 55 44.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

სამედიცინო
ფარმაცევტ/პროვიზორი
ნახვები 201
უნიკალური ნახვები 195