შემდეგი
24 ოქტ - 22 ნოე
ასისტენტი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 800 - 1000
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@artwin.ge
სამშენებლო კომპანია Artwin Georgia აცხადებს ვაკანსიას ასისტენტი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვევის პორტალზე დასაქმებულთა მონაცემების ატვირთვა, დაზღვევის გააქტიურება, გაუქმება, ცვლილებების შეტანა -ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის სადაზღვევო პოლისების ფარგლებში
- კომპანიაში დასაქმებულ იმიგრანტ პირთა რეგისტრაცია შესაბამის სისტემაში
- მზა დოკუმენტაციის დასკანერება,დახარისხება და დაბაინდერება.ასევე დოკუმენტაციის ასახვა ელექტრონულ სისტემაში
- სოციალური ქსელების მართვაში მონაწილეობის მიღება (პოსტების განთავსება პლატფორმებზე და კომპანიის ვებ-გვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება)
- შემოსულ ზარებზე პასუხი და გადამისამართება შესაბამის პირებთან
- საკანცელარიო ნივთების შეკვეთა
- ადმინისტრაციული მენეჯერის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნებია:
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ჰუმანიტარული მიმართულებით)
- ინგლისური ენის ცოდნა (B2)
- საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel )
- გამართული წერის უნარის ქონა (ოფიციალური წერილების,განცხადებების დაწერის უნარი)
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო განრიგი : ორშაბათი-პარასკევი , 09:00-18:00 (სტუდენტების შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი)
ხელფასი: 800-1000 ხელზე (გამოცდილების შესაბამისად)
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
ჩვენი მისამართია : ქ.თბილისი, ქრისტინე შარაშიძის 25 (დიღომი 7 ა).
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე :info@artwin.ge
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 123
უნიკალური ნახვები 118