შემდეგი
25 ოქტ - 24 ნოე
კოორდინატორი/მითერი მიმღებ განყოფილებაში
თბილისი, ვაკე
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@cito.ge
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო”, 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.
ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო“ აცხადებს ვაკანსიას მიმღებ განყოფილებაში კოორდინატორის (მითერი) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი- პარასკევი 08:00-13:00 ან 09:00- 14:00
შაბათი 08:00-13:00 ან 09:00-15:00.
ორშაბათი- პარასკევი 13:00-18:00 ან 14:00- 19:00
შაბათი 08:00-13:00 ან 09:00-15:00.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო ცენტრში შემოსული პაციენტების დახვედრა, რიგის ნომრის გაცემა და მათი გადამისამართება რეგისტრატურაში;
- სამედიცინო ცენტრში ექიმ-კონსულტანტებთან პაციენტების მიღების რეგულირება;
- რეგისტრატურიდან ან საპროცედუროდან სპეციალური სატრანსპორტო კონტეინერით გამოსაკვლევი მასალის გადაგზავნა ლაბორატორიაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- იგივე პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
- სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge , ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 48