შემდეგი
25 ოქტ - 11 ნოე
რეგისტრატორი
თბილისი
- მოქნილი გრაფიკი
- 1500
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@leadermed.ge
კლინიკა ,,ლიდერმედი“ აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე;
შაბათს -09:30 -დან - 15:30 -საათამდე;ან ცვლებში
ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:00-დან 14:00 -საათამდე;
ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 14:00-დან 18:00 -საათამდე;
შაბათს -09:30 -დან - 15:30 -საათამდე;
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
- მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
- MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11 ნოემბერი, 2024
დაინტერესბულ კანდიდატებს გთოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ,,რეგისტრატორი“
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 129
უნიკალური ნახვები 111