25 ოქტ - 23 ნოე
სერვისის რეგისტრაციის ოპერატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სერვისის რეგისტრაციის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
  • სერვისცენტრის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების მიღება და მათი საჭიროებების დადგენა;
  • სერვისისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სერვისში მოსული მომხმარებლისთვის;
  • მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
  • შესრულებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ მომხმარებლების ინფორმირება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
მაშინ,
ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
  • მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1515
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 78