25 ოქტ - 23 ნოე
სტარტი
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1875 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

გრაფიკი: სრული
დარიცხული (Gross) ანაზღაურება: 1875 ლარი (თვიური) + გამომუშავებული ბონუსი (კვარტლური)

პასუხისმგებლობები:
  • კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა;
  • სხვადასხვა სახის კორპორაციული დაზღვევის პროდუქტების შეთავაზებების დამუშავება და კლიენტის საჭიროებებთან მაქსიმალური დაახლოვება;
  • კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და სადაზღვევო კონტრაქტების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან/და სადაზღვევო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით (მათ შორის საცალო მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული);
  • Microsoft Office-ის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: igureshidze@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ქალაქი (კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)
ნახვები 32
უნიკალური ნახვები 30