25 ოქტ - 23 ნოე
უნივერსალური ხელოსანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო დეპარტამენტში უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო სივრცეში ტექნიკური გაუმართავობების ოპერატიულად აღმოფხვრა;
  • დაზიანებული სტენდების, ინვენტარის შეკეთება, დაკომპლექტება, განახლება;
  • მალიარკის კაფელ -მეტლახის და სანტექნიკის გაკეთება, ასევე გიფსო-კარდონით მოპირკეთება;
  • სტენდებზე გასაყიდი ნიმუშების მონტაჟი დემონტაჟის უზრუნველყობა;
  • შემუშავებული პროექტების, რენდერებისა და ტექნიკური ნახაზების შესაბამისად სამუშაოების შესრულება;
  • შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმილ ვადებში ხარისხიანად შესრულება;
  • შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/Tt3p5 ;
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/;
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ხელოსანი (ზოგადი)
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 51