შემდეგი
25 ოქტ - 23 ნოე
სტანდარტი
გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1100 - 1300
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@blackseadistribution.ge
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1100-1300 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ქონა;
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი მიზნების მისაღწევად საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა;
- ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს შესწავლა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების აღმოჩენა;
- დებოტორული დავალიანების მონიტორინგი და საჭირო ღონისძიებების გატარება;
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- კლიენტებთან/მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათ საჭიროებებზე რეაგირება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;.
- გაყიდული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
- დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და საჭირო ღონისძიებების გატარება;
- შესრულებული დავალებების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge 2024 წლის 30 ნოემბრამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “გაყიდვების წარმომადგენელი ”, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
სავაჭრო წარმომადგენელი
ნახვები 88
უნიკალური ნახვები 84