25 ოქტ - 15 ნოე
სტანდარტი
იურისტი
თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ. (დიდუბე)
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო კომპანია „ადლი“ - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
  • კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს;
  • ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ - ში ვეძებთ გუნდის წევრს „იურისტი“-ს თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები :
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • პარტნიორებთან გასაფორმებელი იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა/ანალიზი და სამართლებლივ ჭრილში შესაბამისი კორექტირებების შეტანა;
  • სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული ოფიციალური წერილებისა და დოკუმენტაციის ექსპერტიზა და კომპანიისთვის შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა;
  • ბრძანებების, ხელშეკრულებების, შიდა ნორმატიული აქტების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის, სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
  • სამართლებრივი სიახლეების დროულად ცოდნა და შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად შესაბამისი ზომების მიღება;
  • დეპარტამენტთან დაკავშირებული შესაბამისი „შეარ ფოლდერების“/არქივის წარმოება/მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია სამშენებლო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (მიენიჭება მნიშვნელოვანი უპირატესობა);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები :
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
  • კონფლიქტური და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება : „იურისტი“
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2024 წ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია მოიცავს სრულ განაკვეთზე, ოფისში ფიზიკური დასწრებით მუშაობას.
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია „ ადლი“, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას !
იურიდიული
იურისტი
ნახვები 305
უნიკალური ნახვები 295
მსგავსი განცხადებები