- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე,
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამედიცინო ანდერაიტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევის პორთფელის ანალიზი, საჭიროებისამებრ ახალი განფასების და მომსახურების სქემის დამუშავება;
- პოტენციური კორპორატიული კლიენტის დასაზღვევი ჯგუფის შესწავლა; შესაბამისი პროდუქტის შექმნა-ფასწარმოქნმა, პირობების დამუშავება;
- სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
- სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით, შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
- სამედიცინო დაზღვევის პროგრამის მართვა და ორგანიზება;
- სამედიცინო დაზღვევის სახეობაში არსებული რისკ(ებ)ის შეფასება და შესაბამისი ფასწარმოქმნის დადგენა;
- სამედიცინო სადაზღვევო სქემების შემუშავება (კორპორაციული, საოჯახო, კოლექტიური, ინდივიდუალური და სხვა ტიპის სამედიცინო დაზღვევისთვის);
- სამედიცინო (მათ შორის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა) დაზღვევის შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების თითოეული სახეობის და ცალკეული პროდუქტის ანალიზი;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება, უპირატესობად ჩაითვლება დამატებით მაგისტრატურა ბიზნეს ადმინისტრირების და/ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
- 2 წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;
- სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- გამართული მეტყველების უნარი
- ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამედიცინო ანდერაიტერი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.