21 ნოე - 26 ნოე
სტარტი
ქოლ ცენტრის ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე,
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი ზარებზე დროული პასუხი და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
- დაზღვეულების და/ან პოტენციური მომხამრებლების სატელეფონო მომსახურება;
- გამავალი ზარების განხორციელება, შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფით;
- გამავალი ზარის განხორციელება სხვადასხვა სახის გამოკითხვის მიზნით;
- გამავალი ზარის განხორციელება კომპანიაში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
- სატელეფონოდ დაფიქსირებული რეკლამაციების გადაცემა შესაბამის პასუხიმგებელ პირთან;
- კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის ჩატის, Facebook / Instagram გვერდის ჩატის მართვა;
- სადაზღვევო ანაზღაურებისთვის ინსტრუქციის გაცემა ხელშეკრულების მიხედვით;
- ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მნიშვნელოვანია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 414
უნიკალური ნახვები 400