დღეს - 26 ნოე
სტარტი
სერვის ცენტრის მენეჯერი
გორის მუნიციპალიტეტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@eg.ge
შპს ჯიემსი მოტორსი LTD "GMC Motors" წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილეს ლიდერ კომპანიას საქართველოში, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებს, მისაბმელ აღჭურვილობას და შესაბამის ნაწილებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქართლის რეგიონში, სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სერვის ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური მომსახურების შეთავაზება;
- მონიტორინგი, გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
- მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;
- საჭირო პროექტების/გეგმის შემუშავება და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობის დარგში
- 3+ წლიანი გამოცდილება ხელმძღვნელის პოზიციაზე მუშაობის
- სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის ცოდნა
- სავალდებულოა MS Office ცოდნა;
საჭირო უნარები :
- გუნდის მართვის უნარი
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
ადგილმდებარეობა: ქართლი
ანაზღაურება: შეთანხმებით ინდივიდუალურ გასაუბრებაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@eg.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 499
უნიკალური ნახვები 478