დღეს - 26 ნოე
სტანდარტი
ღვინის ექსპორტ მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული,ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@lopotaresort.com
„Lopota Lake Resort & Spa“ , შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და ოთხი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს სტუმრებს.
რეზორტი 2008 წელს დაარსდა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა - პრემიუმ ხარისხის სერვისით, ბუნებასთან შერწყმული შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი აქტივობებით და სივრცეებით.
იგი სასურველი დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
სასტუმრო კომპლექსი “Lopota Lake Resort & Spa” აცხადებს ვაკანსიას ღვინის ექსპორტ მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ღვინის კომპანიაში, იგივე მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ქართულად, ინგლისურად და რუსულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი
- პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო ბაზრებზე ახალი კლიენტების მოძიება
- საექსპორტო გაყიდვების გეგმის შედგენა
- მარკეტინგის გუნდთან ერთად ექსპორტზე ბრენდის განვითარებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა განხორციელება
- არსებულ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის განვითარების ტენდენციების შესწავლა, და იმპლემენტაცია
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება
- შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი
- შიდა და გარე ბაზრებზე დეგუსტაციებისა და სხვა აქტივობების ინიცირება პარტნიორების მოზიდვის და გაყიდვების ზრდისთვის
- პოტენციურ პარტნიორთათვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა
- ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
- შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი
- გაყიდვების შესახებ ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან
- საექსპორტო ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
- გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.
- ექსპორტის ზრდისკენ მიმართულებით დამატებით ფუნქციების შესრულება, რაც დაგეგმილი შედეგების მისაღწევად არის საჭირო.
- ადგილობრივი ბაზრის მართვა და მონიტორინგი
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N24.
წარმატებას გისურვებთ.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
ნახვები 266
უნიკალური ნახვები 259