28 ოქტ - 27 ნოე
კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
  • ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:
  • TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული პერსონალის ორგანიზებული მართვა;
  • მენიუს კალკულაციების შედგენა და პროგრამულად უზრუნველყოფა;
  • ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
  • სამზარეულოს ნაშთების კონტროლი და მართვა;
  • აღწერების ჩატარება და შედეგების შესახებ პერიოდული რეპორტების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება ბუღალტერიისთვის;

საკვალიფიკაიო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • მარაგების მართვის პროგრამა “supra”-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
კვებისა და სასმელების მენეჯერი
ნახვები 119
უნიკალური ნახვები 113