შემდეგი
29 ოქტ - 28 ნოე
სტანდარტი
HR მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: kaiserepilation@gmail.com
ლაზერული ეპილაციის სტუდია Kaiser Epilation აცხადებს ვაკანსიიას : HR - მენეჯერი
მოვალეობები:
- კანდიდატების ძებნა კომპანიის სხვადასხვა პოზიციებისთვის, გასაუბრების ჩატარება, შესაბამისი კანდიდატების შერჩევა;
- კანდიდატების და თანამშრომლების მონაცემთა ბაზის წარმოება და ანგარიშგება;
- თანამშრომლების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
- თანამშრომლების სერთიფიცირება, მათი მუშაობის შეფასება;
- შერჩევის საკითხებსა და პერსონალის მუშაობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა;
- თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი, ასევე კომპანიის წესების დაცვა;
- თანამშრომლების აყვანის და გათავისუფლების სრული ციკლის ჩატარება. ვაკანსიების შედგენა, ძებნა, ინტერვიუს ჩატარება და დოკუმენტირება, სპეციალობაში ჩართვა, სწავლება, კონტროლი, გათავისუფლება;
- თანამშრომლებისთვის ინსტრუქციების შედგენა;
- საშტატო აღრიცხვის, შვებულების გრაფიკის წარმოება;
- თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება.
მოთხოვნები:
- პერსონალის აყვანის და მართვის უნარები: კვალიფიციური კანდიდატების შერჩევის და აყვანის გამოცდილება, მათი სპეციალობებში გადანაწილება და მოვალეობების შერულების კონტროლი
- ქართული ენა C2 დონე
- რუსული ენა - B2-დან
- კომპიუტერის ცოდნის მაღალი დონე;
- საკომუნიკაციო უნარები: ურთიერთობის და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი, ასევე დისტანციურ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
- პასუხისმგებლობა: საკუთარი დროის ეფექტური მართვა და დავალებების შესრულება სამუშაო გრაფიკთან შესაბამისობაში.
პირობები:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა კომპანიის ფარგლებში;
- მუშაობის მოსახერხებელი გრაფიკი, კომფორტულ ოფისში, მეტრო დელისთან ახლოს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 სთ-მდე);
- ხელფასი განისაზღვრება გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე;
- შრომის დროული ანაზღაურება თვეში ორჯერ, პრემიები და ბონუსები;
- ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: kaiserepilation@gmail.com; Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 862
უნიკალური ნახვები 837