28 ოქტ - 26 ნოე
სამედიცინო ტურიზმის ტურ-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული,ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა“აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ტურიზმის ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებული სერვისების და პროდუქტების შესწავლა და მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
  • ტურპაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება, რომელიც თანხვედრაში მოვა მკურნალობის გეგმასთან.
  • გიდის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და განთავსების ობიექტების შერჩევა
  • ტურის და მკურნალობის მიმდინარეობის კონტროლი და ამ მიზნით სერვის მენეჯერთამ მჭიდრო კომუნიკაცია.
  • სამოგზაურო დოკუმენტაციის, ტურის პროგრამის მომზადება.
  • სერვის მომწოდებლების შერჩევა, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება.
  • სასტუმროების დაჯავშნის სისტემაში მუშაობა
  • მჭიდრო კომუნიკაცია და სუბორდინაცია თანამშრომლებთან, ინფორმაციის გაცვლის მიზნით
  • აქტივობასთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • მენეჯერის მიერ დაკისრებული შესაბამისი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების სკრიპტებთან, ზარებთან მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი უნარები
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა ( აუცილებელი პირობა)
  • სასურველია CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება

უნარები და პიროვნული კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • დისციპლინირებულობა

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: marketing@blitsdetnal.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 87
უნიკალური ნახვები 85