დღეს - 27 ნოე
სტარტი
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1400
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: a.maisuradze@nrg.ge
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე
ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
ვეძებთ მოტივირებულ, ზედმიწევნით ყურადღებიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველჰყოფს პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელები) ხარისხის შემოწმებას წარმოების ყველა ეტაპზე.
რას გააკეთებ?
- ნახევარფაბრიკატი/მზა პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) ტექნიკური კონტროლი (ОТК) წარმოების ყველა ეტაპზე;
- ნახევარფაბრიკატი/მზა პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) ლაბორატორიული კონტროლი წარმოების სხვადასხვა ეტაპზე;
- ლაბორატორიული აღჭურვილობის მოვლა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველჰყოფა;
- ლაბორატორიული საქმიანობის წარმართვა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;
- ტექნიკური და ლაბორატორიული კონტროლის შედეგების აღრიცხვა, ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სასურველია:
- ინგლისური ენის საწყის დონეზე ცოდნა;
- მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
გეძებთ შენ, თუ გაქვს:
- სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის სწორად მართვის უნარი;
- როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ხართ პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი (ღამის ცვლის გათვალისწინებით);
ანაზღაურება: 1400 ლარი;
კვება/ტრანსპორტირება;
სამი თვის გასვლის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ქვემო ალექსეევკის დასახლება.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: a.maisuradze@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ნახვები 257
უნიკალური ნახვები 246