29 ოქტ - 27 ნოე
სტანდარტი
ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 800
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@vivomedical.ge
ტელეფონი: +995 558425546
სამედიცინო ცენტრი ინოვა აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორის პოზიციაზე
ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალპროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.
სამუშაო ადგილი: კლინიკა ინოვა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტების სამედიცინო ისტორიის გახსნა კლინიკის შიდა პროგრამაში (1C პროგრამა);
- ინფორმაციის პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით პაციენტთან დაკავშირებული მონაცემების პროგრამული აღრიცხვის პროცედურის შესაბამისად;
- რეგისტრაციის შემდგომ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ამბულატორიული სივრცეების შესახებ;
- საგარანტიო წერილების ვალიდურობის გადამოწმება;
- პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება თანაგადახდის თაობაზე;
- დღის განმავლობაში მიღებული საგარანტიო წერილების (პროცედურის თანახმად) გადამისამართება ანგარიშგების მენეჯერთან;
- დღის განმავლობაში მიღებული თანხის, ჩეკებისა და რეპორტის მიწოდება ბუღალტერიის დეპარტამენტთან;
- სალაროში არსებული საბრუნი თანხის კონტროლი;
- პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი/საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი’’ ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 558425546
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 189
უნიკალური ნახვები 188