შემდეგი
29 ოქტ - 27 ნოე
გაყიდვების კონსულტანტი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- 1200
+ ბონუსი
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.autolab@gmail.com
კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.
კომპანია Auto-Lab სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე რუსთავში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და სრულ სერვისზე ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის საჭროების დადგება და სწორი გადამისამართება სერვისში;
- მომხმარებლისთვის ასორტიმენტის და ფასდაკლებების შეთავაზება;
- შოურუმში პროდუქციის მერჩენდაიზინგი და თაროებზე დეფიციტების შევსება;
- პროდუქციის მოძიება და შეკვეთა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- აუცილებელია ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება და სფეროს ცოდნა;
- უცხო ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
უნარ-ჩვევები:
- დისციპლინირებული მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა;
- განვითრებაზე ორიენტირებული;
- დროის მართვის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობა;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
- სამუშაო საათები: 09:00 – 19:00 სთ (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 76