30 ოქტ - 28 ნოე
ვიპ CV
უძრავი ქონების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ნიქსი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
კომპანია ნიქსი აქტიურად ეძებს მოტივირებულ და ამბიციურ პიროვნებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კარიერის შექმნით უძრავი ქონების სექტორში. თუ თქვენ გაქვთ:
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი
- განვითარების სურვილი და
- მზად ხართ იმუშაოთ დინამიურ გარემოში
ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა.
ჩვენ გთავაზობთ უფასო ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატებით დაეუფლოთ საქმეს. ტრენინგის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ გამოიმუშაოთ კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ტრანზაქციიდან მიღებული შემოსავლის მინიმუმ 50%-ს. კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი და დამატებითი პირობები განიხილება ინდივიდუალურად, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გასაუბრების დროს.
ნიქსში მუშაობით, თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, არამედ გაიღრმავებთ ცოდნას უძრავი ქონების ბაზრის შესახებ, რაც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული სპეციალისტი.
ტრენინგის პროგრამა
ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლას/განვითარებას და მათ მომზადებას ეფექტური სამუშაოსთვის. ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი მოდულები:
- პრაქტიკული უნარების განვითარება: მონაწილეები დაეუფლებიან კომპანიის შიდა სისტემებსა და პროცესებს. განავითარებენ ეფექტური კომუნიკაციის უნარებს და შეძლებენ დამოუკიდებლად გააანალიზონ კლიენტთა მოთხოვნები. პრაქტიკული დავალებებისა და სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით, მონაწილეები განამტკიცებენ თეორიულ ცოდნას და მოიპოვებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
- მონაცემთა ბაზის მართვა: პროგრამა მოიცავს განცხადებების ატვირთვისა და განახლების პროცესის სრულყოფილ შესწავლას, მონაცემთა ბაზაში ფილტრაციის მექანიზმების გამოყენების გაცნობას და კლიენტთა საჭიროებების მიხედვით კომუნიკაციის დახვეწას.
- კლიენტთან ურთიერთობა: კლიენტთან ურთიერთობა: ტრენინგის მიზანია კლიენტზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება. მონაწილეები განივითარებენ ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, კონფლიქტების მართვას და კლიენტთა მოლოდინების დაკმაყოფილებას.
- შეხვედრების მართვა და მოლაპარაკებები: მონაწილეები შეისწავლიან შეხვედრების ეფექტური დაგეგმვისა და წარმართვის პრინციპებს. განავითარებენ პრეზენტაციის უნარებს და ისწავლიან წარმატებული მოლაპარაკებების წარმოებას.
- იურიდიული ასპექტების სიღრმისეული შესწავლა: მოდულის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან უძრავი ქონების სექტორის იურიდიულ ნიუანსებს, რათა უზრუნველყონ კანონმდებლობის სრული დაცვა ყველა სახის გარიგებისას. მიზანია, განუვითარდეთ მონაწილეებს უნარები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული მუშაობისთვის უძრავი ქონების ბაზარზე
მოვალეობები:
- უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება.
- უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში - შეტანა/გავრცელება.
- კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება.
- ჩვენებების დაგეგმვა/განხორციელება - ხელშეკრულებების გაფორმება.
მოთხოვნები:
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა/ორივე ენა ჩაითვლება უპირატესობად.
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
- დრესკოდი.
- განიხილება კადრი ნებისმიერი გამოცდილებით ან/და გამოცდილების გარეშე;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი.
- დისციპლინირებული.
- შრომისმოყვარე.
- კარგი კომუნიკაციის უნარი.
- პუნქტუალური.
- ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული.
- შედეგებზე ორიენტირებული.
- განვითარებაზე ორიენტირებული.
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ რას გთავაზობთ:
- უფასო ტრენინგები სტაჟირების პერიოდის განმავლობაში (გაგრძელდება 2 კვირა)
- ოფიციალური დასაქმება.
- პროფესიული განვითარება.
- სასიამოვნო გარემო და მობილური კავშირის ანაზღაურება.
- ბონუს სისტემა: დამატებითი ბონუსები მაღალი შესრულების ან განსაკუთრებული მიღწევებისათვის.
- დამატებითი დასვენების დღეები: ყოველთვიურად ერთდღიანი შვებულების (day off) გამოყენება.
- სტაჟირების შემდგომ გადმოგეცემათ MacbookAir.
- ორშაბათი - პარასკევი: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
- შაბათი: 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.
- კვირა: დასვენების დღე.
ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო.
შენიშვნა: კომპანია ხელფასს ხელზე არ გასცემს, გერიცხებათ ბანკში.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების აგენტი,
გაყიდვების მენეჯერი,
უძრავი ქონება
სამშენებლო, უძრავი ქონება
უძრავი ქონების ექსპერტი/შემფასებელი,
უძრავი ქონების აგენტი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი,
ტრენინგ კურსები
ნახვები 521
უნიკალური ნახვები 495
გაგზავნილი CV-ები 13