29 ოქტ - 28 ნოე
ხელოსნების ლოიალობის პროგრამის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ხელოსნების ლოიალობის პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ხელოსანთა ლოიალობის პროგრამის შემუშავება. და დანერგვა;
  • ხელოსნების ბაზრის შესწავლა/მონიტორინგი ;
  • ხელოსანთა ბაზის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • არსებულ ხელოსნებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ხელოსნების მოძიება და მათთვის შეთავაზების გაკეთება, პირობების განმარტება და ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • ხელოსნებისთვის სიახლეების გაცნობა რეგულარულად, ტრენინგების ინიცირება, ორგანიზება, შედეგების შეფასება;
  • კომპანიაში არსებული ხელოსნების საშუამავლო პირობების შესახებ ინფორმაციის ფლობა და ზრუნვა მუდმივად განახლებასა და განვითარებაზე;
  • გაყიდვების გაზრდა;
  • ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება; არსებულ ხელოსნებთან კომუნიკაცია ;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება;
  • ექსელის კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • კომუნიკაბელური.
  • პასუხიმგებლიანი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ხელოსანი (ზოგადი)
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 34