29 ოქტ - 19 ნოე
სტარტი
ანაზღაურებად სტაჟირება პერსონალის შერჩევის მიმართულებით
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსის მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში პერსონალის შერჩევის მიმართულებით.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

დარიცხული (Gross) ანაზღაურება: 1250 ლარი
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით

პასუხისმგებლობები:
  • ვაკანსიის საჭიროების დადგენა;
  • ვაკანსიის განაცხადის ფორმის შედგენა;
  • კანდიდატთა მოძიებისა და მოზიდვის პროცესში მონაწილეობა;
  • კანდიდატთა პირველადი გადარჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
  • კანდიდატების ინტერვიუირების პროცესში მონაწილეობა;
  • შერჩევის პროცესში არსებული მონაცემების პროგრამულად ასახვა;
  • ახალი თანამშრომლის მიღებისა და ონბორდინგის პროცესის მხარდაჭერა;
  • HR განყოფილებაში არსებული მენეჯერების ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობებში;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • აუცილებელია შრომითი გამოცდილება (მათ შორის სტაჟირების პროგრამა) პერსონალის შერჩევის მიმართულებით;
  • კარიერის განვითარების სურვილი ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებით;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ და ინგლსურ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (HR სტაჟიორი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 19 ნოემბერი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ადამიანური რესურსები
HR ასისტენტი
ნახვები 451
უნიკალური ნახვები 416
მსგავსი განცხადებები