29 ოქტ - 27 ნოე
სტანდარტი
სააბონენტო ქსელის სპეციალისტი
ხაშურის მუნიციპალიტეტი, ხაშური
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Vacancy.Regions@servicenetgroup.ge
შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ხაშური
თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობები/ვალდებულებები:
- 09:00 საათზე სპეციალური სამუშაო ფორმით გამოცხადება, დადგენილი წესით, უშუალო ხელმძღვანელთან სავალდებულო ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გაცნობა და ხელმოწერით დადასტურება;
- ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის მიხედვით სამუშაოს შესრულება, განწესის შევსება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
- დაქვემდებარებულ უბანზე არსებული სააბონენტო ხაზის (სააბონენტო კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გ/კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი, დეკოდერი) ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ვადებისა და ტექ.ნორმების გათავლისწინებით;
- აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
- საჭიროების შემთხვევაში, აბონენტის შესაბამისი კომპეტენციის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მიზნობრივი გადამისამართება.
- დაქვემდებარებულ უბანზე ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
- DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
- ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
- დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გ/კარადებში, გ/კოლოფებთან).
- გატანილი სადგურის (ან კარადის) მომსახურების შემთხვევაში, ობიექტის გახსნისას და დახურვისას სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა, საჭიროების შემთხვევაში სადენების კროსში გადართვა;
- საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საკაბელო ქსელის სპეცილისტის დახმარება;
- სავალდებულოა მართვის მოწმობა
ბენეფიტები :
- თანამდებობრივად განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: მისამართზე: Vacancy.Regions@servicenetgroup.ge 2024წლის 21ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტელეკომუნიკაციების მართვა
ნახვები 271
უნიკალური ნახვები 267