დღეს - 27 ნოე
სტარტი
პაციენტთა ნაკადების მმართველი/მითერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tdemetrashvili@mmt.ge
"MMT ჰოსპიტალი" - ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი (http://www.mmt.ge) აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა ნაკადების მმართველის (მითერი)პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი :09:00-18:00
სამუშაო არეალი: დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაოს აღწერა
- პაციენტთა ნაკადების მართვა
- ინდივიდუალური რიგის დაცვით შესაბამისი მიმართვის მქონე პაციენტების მიცილება საჭირო კაბინეტამდე
- მიმართვის არმქონე პაციენტების გადამისამართება რეგისტრატურაში, მომსახურების სტანდარტების დაცვით
- პაციენტისგან მომსახურების ხარისხსა და მომავალში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიღება
- პაციენტების ვინაობისა და მათ ვიზიტთან დაკავშირებული დეტალების აღრიცხვა
- პაციენტის მომსახურების ხარისხის ვიზუალური კონტროლი
პასუხისმგებლობები: პაციენტთა მიღების პროცესის გამართული მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კრიზისული სიტუაციისა და დროის მართვის უნარი
- ორგანიზებულობა და სისხარტე
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გადმოგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელმისამართზე: tdemetrashvili@mmt.ge
თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 177
უნიკალური ნახვები 163