29 ოქტ - 27 ნოე
ვიპ
სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ინჟინერი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბორჯომი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
EXPERTS FOR SOLUTIONS ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, პროექტირება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.
EXPERTS FOR SOLUTIONS ასევე პოზიციონირებენ სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერთიფიკატს. შესაბამისად, EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.
„𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბორჯომი
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო საინჟინრო საქმიანობაში მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა პროექტთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში;
- სამუშაოების პროცესების გამოწვევები და მათი აღმოფხვრის გზები და მეთოდები;
- პროექტის წარმატებით განსახორციელებლად პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან კოორდინაცია;
- ყოველკვირეული ანგარიშების წარმოება;
- პროექტის მიმდინარეობის დროს რისკების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება (სამშენებლო -საიჟინრო კუთხით);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტვირებული;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- საწვავის ბარათი;
- მივლინეის შემთხვევაში კადრი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
გისურვებთ წარმატებებს!დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 29 ნოემბრამდე .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 " დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬” ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობის უსაფრთხოების ინჟინერი
ნახვები 433
უნიკალური ნახვები 421