29 ოქტ - 27 ნოე
სტანდარტი
მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
თბილისი
Kursi.ge
- სრული განაკვეთი
- 800
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@kursi.ge
ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - Kursi.ge აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე (საღამოს ცვლა - დისტანციურად).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლების სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ მედიაში შემოსულ მესიჯებზე პასუხი და ტექნიკური მხარდაჭერა;
- საჭიროებისამებრ, კომპანიის პროდუქტებით სარგებლობის პროცესში მომხმარებელთა მხარდაჭერა;
- პრობლემური სიტუაციების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა;
- ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
- მოტივირებული;
- პოზიტიური;
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები (დისტანციურად): ორშაბათი-პარასკევი 18:00-23:00; კვირა - 09:00-23:00;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი".
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 409
უნიკალური ნახვები 394