შემდეგი
30 ოქტ - 28 ნოე
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@biblusi.ge
საქართველოს უმსხვილესი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
„ბიბლუსი“ საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე ფართო ქსელია, რომლის მიზანია წიგნი გახადოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. უკვე 15 წელია „ბიბლუსი“ ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას, „ბიბლუსს“ დიდი წვლილი მიუძღვის წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.
„ბიბლუსში“ წიგნებთან ერთად წარმოდგენილია სასკოლო-საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ელექტრო აქსესუარები, დეკორი, საახალწლო აქსესუარები, სათამაშოები, წიგნისა და ელექტრო აქსესუარები.
კომპანიის არსებობის 15 წლის მანძილზე, „ბიბლუსმა“ შეძლო შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის ნდობით. დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 81-მდე ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა
- მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება, წლიური და კვარტალური KPI-ების განსაზღვრა და მათი კონტროლი/მართვა
- ბრენდის განვითარების, პოზციონირების და საიმიჯო კამპანიების იდეაცია, მისი მხარდამჭერი კამპანიების ორგანიზება
- კომპანიაში მიმდინარე ივენთების მიხედვით, საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება
- გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების განსაზღვრა, შედეგების ანალიზი
- სოციალური და ციფრული მედია არხების განვითარება და მხარდაჭერა
- ბაზრის ტენდენციების კვლევა, ანალიზი, კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა
- მომხმარებლის ქცევის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
- მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა, შედეგების დამუშავება და ანალიზი
- საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება
- სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია
- ტელე და რადიო მედიასთან კომუნიკაცია
- ახალი ფილიალების გახსნის ორგანიზება
- განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მარკეტინგის დეპრარტამენტის ხელმძღვანელი).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი
ნახვები 122
უნიკალური ნახვები 116