30 ოქტ - 29 ნოე
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, გლდანი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი: გურამიშვილის გამზირი N73
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "Detect" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - სატელეფონო გაყიდვების სფეროში გამოცდილება სავალდებულოა!
შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 4 ან 6 საათი შეთანხმებიდან გამომდინარე
ანაზღაურება: წინადადება მომზადდება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. ფიქსირებული 500დან 800-მდე +ბონუსი, დამოკიდებულია სამუშაო საათებსა და გამოცდილებაზე

პასუხისმგებლობები:
  • შემომავალი მოთხოვნების დამუშავება
  • ყოველდღიურად, გამავალი ზარების განხორციელება.
  • მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება.
  • CRM სისტემაში მონაცემების შენახვა/ დამუშავება
  • მონაწილეობის მიღება სამუშაო პროცესების დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
  • გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
  • რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე

მოთხოვნები:
  • აუცილებელი სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით ( ან/და სატელეფონო გაყიდვების მიმართულებით)
  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • შესათავაზებელი პროდუქციის და სერვისების ხასიათის, შინაარსის და ოფციონალის შესწავლა.

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • დამოუკიდებლად პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

ბენეფიტები:

  • ფიტპასი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
  • CV-ის განხილვა
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი"
გაყიდვები
გაყიდვების ქოლცენტრი
ნახვები 59
უნიკალური ნახვები 57